დღევანდელი ტრენინგი ძალიან საინტერესო იყო.ტრენინგზე განხილული საკითხები ნამდვილად დაეხმარება ჩემს პროფესიულ საქმიანობაში.კერძოდ ძალიან საინტერესო იყო ბუკლეტების დამზადება მათი დანიშნულება და გამოყენება სასწავლო პროცესში.
დღევანდელი დღით დასრულდა ტრენინგები,რომელიც ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობდა.ტრენინგზე მიღებულ ცოდნას აუცილებლად და წარმატებით გამოვიყენებ ჩემს პროფესიულ საქმიანობაში,დღევანდელი ტრენინგის მსვლელობა დაეთმო ჩვენს მიერ შექმნილი პროექტის გეგმის შაბლონის პრეზენტაციას და ერთმანეთს გავუკეთეთ უკუკავშირი.ქალბატონ შორენას დამსახურებით ტრენინგის მსვლელობა ძალიან საინტერესო იყო,რისთვისაც მადლობა ჩვენს ტრენერს.
მეოთხე დღის ტრენიგი საინტერესოდ წარიმართა,დღევანდელ ტრენინგზე განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები,ვიმუშავეთ შეფასების დროის ჩარჩოზე,გავარჩიეთ შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები.განვსაზღვრეთ სხვადასხვა შეფასებები მოსწავლეების საჭიროების დასადგენად.
Комментарии
Отправить комментарий